მარნეულის მუნიციპალიტეტმა, ვირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო მასალების დამატებითი რაოდენობა მიიღო.
მოსახლეობაში გავრცელებული მასალები აზერბაიჯანულად და სომხურად მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, წესებს, რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს. მოქალაქეებს აგრეთვე დაურიგდათ სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთების, „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების შესახებ.
დღეს, საინფორმაციო კამპანიაში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მარნეულის ფილიალის მოხალისეები.
შეგახსენებთ, რომ მოსახლეობაში გასავრცელებლად აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი ფლაერები და პოსტერების მომზადება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.
სიახლეები
მარნეულში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება
27 მარ 2020
მნახველთა რაოდენობა: 2139
სიახლეები

















