მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა სოფელ კასუმლოს მოსახლეობასთან
09 მარ 2020
 

მარნეულის მერი, ზაურ დაგალი და საქართველოს მელიორაციის ხრამი–დებედას სერვის ცენტრის უფროსი, ალექსანდრე შუკაკიძე, დღეს, კასუმლოს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და წყლის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, მოქალაქეების საჭიროებებს ადგილზე გაეცნვნენ.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად, ადგილობრივებს ზაფხულის სეზონზე, წყლის დებეტის სიმცირის გამო, პრობლემები ექმნებათ. საკითხის მნიშვნელობიდან  გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, ადგილობრივ მოსალხოებასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე ერთობლივად იმსჯელეს და მოსაზრებები შეაჯერეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე, მუნიციპალური შ.პ.ს „მარნეულის სოფწყალი“-ის ხელმძღვანელი პირები და თვითმმართველობის თანამშრომლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1216
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031