მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში COVID-19-თან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება
02 მარ 2020
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, COVID-19-თან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა;

დეზინფიცირება ასევე  ჩაუტარდათ მუნიციპალიტეტში  არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს და ეტაპობრივად მიმდინარეობს საჯარო სკოლის შენობებში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი პ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრი“, სადეზინფექციო სამუშაოებს ეტაპობრივად ატარებს და ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს.

ამასთან, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტში  გაუქმდება 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებებიც.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო  და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1893
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31