მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულმა რეგიონალურ კონფერენციას უმასპინძლა
20 თებ 2020
 

მარნეულის მუნიციპალიტეტმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალურ კონფერენციას უმასპინძლა.

ღონისძიება, მერიის საკონფერენციო დარბაზში შედგა, რომელიც  მიზნად ისახავდა სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფას სამომავლო გეგმების შესასრულებლად. კონფერენციაზე მოხსენებები გაკეთდა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ გაწეული სამუშაოების და სამომავლო გეგმების შესახებ.

აღნიშნულ კონფერენციას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე - ოთარ შამუგია და ამავე სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე უძღვებოდნენ.

მერიაში გამართულ ღონისძიებას მარნეულის მერი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 621
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031