მარნეულის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ოთხი ახალი ცენტრის მშენებლობა დასრულდა და რეაბილიტირდა 5 ამბულატორია: სოფელ დამია- გეურარხში, წერაქვში, წერეთლში, ხოჯორნისა და კაპანახჩში.
აღსანიშნავია, რომ სულ მალე ქალაქ მარნეულს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულს, შაუმიანსა და ქუთლიარს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობები ექნებათ, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარით, რაც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მიიღონ სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის სერვისი. პროექტის ფარგლებში, თითოეულ ცენტრში დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობა შეიქმნება.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტები მარნეულში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მუნიციპალიტეტთან ერთად განახორციელა.
ქალაქში არსებულ სასწრაფო- სამედიცინო დაწესებულების მშენებლობისთვის 117 891 ლარი დაიხარჯა, ხოლო დანარჩენი სოფლების ამბულატორების რეაბილიტაციისა და სასწრაფოს მშენებლობისთვის ამ ეტაპისთვის დახარჯულია 276 292 ლარი.
სიახლეები
მარნეულში 4 სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი და 5 ამბულატორია რეაბილიტირდა
19 თებ 2020
მნახველთა რაოდენობა: 4753
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
403
აპრ 22 ოთხ 2020
15575
აპრ 22 შბ 2017
28779
იან 09 ორშ 2017
28351
აგვ 30 სამ 2016
30367
აგვ 27 შბ 2016
29660
სექ 02 პარ 2016
28061
აგვ 26 პარ 2016
27567
აგვ 30 სამ 2016
25718