მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მერის წლიური ანგარიში მოსახლეობას
20 დეკ 2019
 

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა, მოსახლეობას, მერიის მიერ 2019 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების შესახებ  ანგარიში წარუდგინა;

საანგარიშო  შეხვედრა, რომელიც მარნეულის მერიის საკონფერენციო დარბაზში შედგა ადგილობრივი მოსახლეობა, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, მედია-საშუალებები , მეწარმეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ანგარიშების პრეზენტაციის შემდგომ, შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზე, მუნიციპალიტეტის მერისგან,  ამომწურავი ინფორმაცია მიეღო.

ღონისძიების ფარგლებში, მერმა, ზაურ დარგალმა, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, თვითმმართველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 2385
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031