მარნეულის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საზოგადოებრივი ცენტრი დღეს, სოფელ კაჩაგანში, საზეიმო ვითარებაში გახსნა, რომელიც რომელიც მიმდებარე ექვსი სოფლის − თაქალოს, ხანჯიგაზლოს, აღმამედლოს, კასუმლოს, ულაშლოსა და კირაჩმუღანლოს − 20 000-მდე მოსახლეს მოემსახურება.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საზოგადოებრივ ცენტრში მომხმარებელს, ადგილიდან გაუსვლელად, ერთი ფანჯრის პრინციპით, შეუძლია მიიღოს 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სერვისი, მათ შორის, პასპორტი/პირადობის მოწმობა, დაარეგისტრიროს ქორწინება, აიღოს დაბადების მოწმობა, გააკეთოს განცხადება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენაზე, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საარქივო მომსახურება და სხვა.
ადგილზე ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიცაა. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, ასევე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრში ხელმისაწვდომია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც.
ამავე საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეები პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებითაც ისარგებლებენ. საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ კაჩაგანის საზოგადოებრივი ცენტრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამასთან ევროკავშირთან და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობასთან თანამშრომლობით აშენდა.
სიახლეები
სოფელ კაჩაგანში ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
14 დეკ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4688
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15236
აპრ 22 შბ 2017
28398
იან 09 ორშ 2017
28031
აგვ 30 სამ 2016
30101
აგვ 27 შბ 2016
29381
სექ 02 პარ 2016
27709
აგვ 26 პარ 2016
27262
აგვ 30 სამ 2016
25447
აგვ 25 ხუთ 2016
27484