მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
მუნიციპალიტეტის პირველი პირი, მშენებლობის განმახორციელებელი, აზერბაიჯანული კომპანიის „Akelik Group“ -ის წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების შემდგომ, ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებლები სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. სამშენებლო სამუშაოებზე, რომელიც თითქმის ნახევარ წელზე მეტია მიმდინარეობს, დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივია.
სიახლეები
მერი წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის პროექტს გაეცნო
03 დეკ 2019
მნახველთა რაოდენობა: 2972
სიახლეები

















