მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ღია შეხვედრები მარნეულში გრძელდება
22 ოქტ 2019
 

ღია შეხვედრების ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, დამია- გეურარხისა და შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ჩავიდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები გამოიკითხეს.

მოსახლეობასთან შეხვედრებს, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, საქართველოს პარლამენტის წევრი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ამ ეტაპისთვის შეხვედრები  შედგა, სოფელ დამია- გეურარხის, ახლოლალოს, კიროვკის, დამიას, შულავერის, ზემო და ქვემო სარალის მოსახლეობასთან, სადაც  ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებმა, მოსახლეობასთან, სოფლებში, ამ ეტაპისთვის არსებულ გამოწვევებზე   ისაუბრეს და გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.

ღია შეხვედრის ფორმატის ფარგლებში, მოქალაქეების მხრიდან ძირითად საჭიროებად საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა, რაც მუნიციპალიტეტის მომავალი წლების ბიუჯეტში იქნება ასახული.

მოსახლეობასთან ღია შეხვედრები, მარნეულის მასშტაბით მომავალ დღეებშიც გაიმართება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5262
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1906
სექ 19 სამ 2023
2143
ივლ 05 ოთხ 2023
2279
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930