მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულმა კასპიის ზღვის ევროპული კლუბის წამრომადგენლებს უმასპინძლა
18 ოქტ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტს დღეს, სამუშაო ვიზიტით,  კასპიის ზღვის ევროპული კლუბის ხელმძღვანელი  პირები  და ბიზნესმენები ეწვივნენ.  

სამუშაო ვიზიტით მყოფ ბიზნესმენთა ჯგუფს,   ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა,  მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ  უმასპინძლა. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სტუმრებს მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი დიდი საწარმოები  - მარნეულის სასურსათო ქარხანა, შპს "აგროსისტემები", სამაცივრე კომპლექსი - ,,აგრო ინვესტ 146” და მზა ჩითილი დაათვალიერებინეს და არსებული ბიზნეს-გარემო გააცნეს. აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონის საინვესტიციო პოტენცილს და სახელმწიფოს მიდგომებს ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის საკითხებში.

ღონისძიების ფარგლებში მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა,  კასპიის ზღვის ევროპული კლუბის  პირველ  თავმჯდომარეს  და აღმასრულებელ  დირექტორს, თელმან ალიევს მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი,   ადგილობრივი წარმოების ღვინო „ელდარადო“ უსახსოვრა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 408
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930