მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მერიამ 150-მდე ახალგაზრდა მოხალისე მადლობის სიგელით დააჯილდოვა
29 სექ 2019
 

მიმდინარე წელს, მარნეულის მერიამ, 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების პროცესში, 150- მდე ადგილობრივი ახალგაზრდა მოხალისე ჩართო. მოხალისეებმა, სპეციალური კითხვარის მეშვეობით ყველა სოფლის მცხოვრებთა საჭიროება გამოიკითხეს, რომლის შემდგომაც მათ მიერ გაწეული სამუშაოები, ანგარიშის სახით დაინტერესებულ პირებს გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს, მუნიციპალიტეტის სახელით, მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ. მარნეულის მუნიციპალიტეტი, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით მასშტაბურ აქტივობებს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 142
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031