მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“-ს შეუერთდა
20 სექ 2019
 

კამპანიის ფარგლებში, დღეს 13:00 საათზე, დასუფთავების მასშტაბური აქცია მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, აქტიური ახალგაზრდები და აქციაში ჩართვის მსურველი პირები იღებდნენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე აქციას ორგანიზებას, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქსი“ უწევდა.

დღევანდელი აქციის სლოგანი იყო -  „ვიზრუნოთ შვილების მომავალზე!

 
 
მნახველთა რაოდენობა: 313
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031