ქალაქ მარნეულის ახლადაშენებულ №1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყების ნიშნად, დღეს პირველად დაირეკა სკოლის ზარი. ახალმა სკოლამ, ახალი სასწავლო წელი საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო.
სკოლის საზეიმო გახსნას, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, მარნეულის მაჟორიტარი - დეპუტატი რუსლან გაჯიევი, მერი ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილე მამუკა ნავერიანი, ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ უახლესი სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება, 200 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და აღჭურვილია თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.
ახალი სკოლის მშენებლობისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
სიახლეები
მარნეულში დღეს ახლადაშენებული №1 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა
16 სექ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5226
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15267
აპრ 22 შბ 2017
28402
იან 09 ორშ 2017
28060
აგვ 30 სამ 2016
30105
აგვ 27 შბ 2016
29382
სექ 02 პარ 2016
27716
აგვ 26 პარ 2016
27263
აგვ 30 სამ 2016
25470
აგვ 25 ხუთ 2016
27492