დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა მოქალაქეთა გასვლითი მიღება ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა.
მერმა, მოქალაქეები სოფელ ალგეთის საბავშვო ბაღის შენობაში მიიღო, სადაც მათ წინაშე არსებული საჭიროებები მოისმინა და გადაჭრის გზებზე, მათთან ერთად იმსჯელა.
მოგახსენებთ, რომ მერი, გასვლით შეხვედრებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში, მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს, რომლის მიზანი მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის კომუნიკაციის გამარტივებას წარმოადგენს.
სიახლეები
მოქალაქეთა გასვლითი მიღება ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში
12 სექ 2019
მნახველთა რაოდენობა: 2945
სიახლეები

















