მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

აკონკურსო კომისიამ „გადაჭრილი გორის“ საკითხზე იმსჯელა
27 ივნ 2019
 

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, „გადაჭრილი გორის“ კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელების მიზნით, საკონკურსო კომისის სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე, აღნიშნულ არქეოლოგიურ ძეგლზე, სამუზეუმო სივრცის მოწყობის, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით გამოცხადებული კონკურსის პრეტედენტს მოუსმინეს.

კონკურსში მონაწილე კომპანიის წარმომადგენლებმა, საკონკურსო კომისიას, მათ მიერ შემუშავებული კონცეფცია გააცნეს და პროექტთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს დეტალურად უპასუხეს.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ნეოლითური პერიოდის ადრესამიწადმოქმედო ნამოსახლარ, „გადაჭრილი გორის“ დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, მიმდინარე წლიდან, ეტაპობრივად ჩატარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

სამუშაო შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და კონკურსის კომისიაში, კულტურის სამინისტროდან და ეროვნული მუზეუმიდან მოწვეული სპეციალისტები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1121
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930