მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ზაურ დარგალი „კასპიის მე-8 საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა
21 ივნ 2019
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა, მონაწილეობა მიიღო „კასპიის მე-8 საერთაშორისო ენერგეტიკის ფორუმი თბილისი 2019“–ში.

ფორუმი  საქართველოს მთავრობის, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსა და კასპიის ევროპული კლუბის მხარდაჭერით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური და საერთაშორისო მისიების, ასევე მსხვილი დიპლომატიური საერთაშორისო კომპანიებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების წარმომადგენლები.

ფორუმის მონაწილეთა წინაშე სიტყვით წარდგა მარნეულის  მერი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა  მუნიციპალიტეტის საინვესტიციო გარემოზე, სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების პერსპექტივებსა და ტურისტულ პოტენციალზე.

ფორუმის ფარგლებში, ზაურ დარგალს  ღონისძიების ორგანიზატორების სახელით მადლობის სიგელი გადაეცა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე,  ძირითადი აქცენტი  აზერბაიჯანი-საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში ურთიერთობების განვითარებაზე გაკეთდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 422
 
 
 
სიახლეები
ივნ 04 სამ 2019
738
 
 
სიახლეები
2019 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031