მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერმა ახლადაშენებული №1 საჯარო სკოლა დაათვალიერა
20 ივნ 2019
 

ქალაქ მარნეულის ახლადაშენებული №1 საჯარო სკოლა, საზეიმო  გახსნისთვის ემზადება. აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლიდან ექსპლუტაციაში შევა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც 350 მოსწავლეზეა გათვლილი და აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით და სახანძრო უსაფრთხოების სისტემით.

ახლადაშენებული სკოლა, დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა  რესურსცენტრისა და  ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

საგანმანათლებლო დაწესებულება ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტის ფარგლებში სკოლაში, ასევე, მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და ღია სპორტული მოედანი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1330
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930