არნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის/ ჰარმონიზაციის ცენტრის წარმომადგენლებმა, მერიის ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე, ჰარმონიზაციის ცენტრის უფროსის მოადგილის, ირმა გელანტია- ახვლედიანის მიერ, წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია სახელწოდებით „საქართველოში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის PIFC რეფორმა ეფექტური მმართველობისთვის“ .
შეხვედრის ფარგლებში, მოწვეულმა სტუმარმა, ყურადღება გაამახვილა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში შიდა აუდიტის სამსახურის არსსა და ფუნქციებზე.
აგრეთვე იმ გამოწვევებზე, რომელიც შიდა აუდიტის სუბიექტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში არსებობს. კონკრეტულად კი საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც ბევრ მუნიციპალიტეტში არსებობს და რომელიც ეხება შიდა აუდიტისა და ინსპექტირების ფუნქციების გამიჯვნას.
შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს შიდა აუდიტის სამსახურის განვითარებისათვის განხორციელებული ღონისძიებებიც, სადაც ჰარმონიზაციის ცენტრის წარმომადგენლების მიერ აღნიშნული მიმართულებით გაჟღერდა რეკომენდაციები.
სიახლეები
მერიაში შიდა აუდიტის სამსახურის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
19 ივნ 2019
მნახველთა რაოდენობა: 3171
სიახლეები

















