მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ახლადარჩეული მერი მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს
18 ივნ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა დღეს დილიდან,   მოქალაქეთა მიღებისთვის დაწესებული დღეების ფარგლებში, მოქალაქეები მიიღო.

მერიის  მცირე საკონფერენციო დარბაზში, ზაურ დარგალი,  მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად,  ადგილობრივებს  პირადად შეხვდა, მათ პრობლემებს  მოუსმინა და მერიის კომპეტენციის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე მათთან ერთად იმსჯელა.

ახალდარჩეული მერის განცხადებით მოქალაქეთა მომართვიანობა მეტწილად სოციალურ საკითხებს და  მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ  მარნეულის მუნიციპალიტეტში,  მერის მოქალაქეთა მიღების დღეებია  სამშაბათი და ხუთშაბათი, 10:00 საათიდან- 16:00 საათამდე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2439
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031