მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულმა ფესტივალ „სხვა საქართველო სად არის“ უმასპინძლა
14 ივნ 2019
 

მარნეულმა ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალ „სხვა საქართველო სად არის“ უმასპინძლა. ფესტივალი, დღეს გრანდიოზული გალა-კონცერტით დაიხურა, სადაც კონკურსის გამარჯვებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას ცნობილი ქართველი კომპოზიტორები ნუნუ გაბუნია, რუსუდან სებისკვერაძე, მომღერლები - ირმა სოხაძე, თემურ წიკლაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი და ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წელს კონკურსში საქართველოს სამი რეგიონის ქვემო ქართლის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის თექვსმეტი მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც კონკურსის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ მონაწილეებს პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ.

წლევანდელი ფესტივალის გრან-პრის მფლობელი, მარნეულელი ახალგაზრდა მომღერალი შაბან მამედოვი გახდა.

ფესტივალის მიზანს ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის შესწავლა და პოპულარიზაცია წარმოადგენდა, როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1025
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30