მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მერი საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
11 ივნ 2019
 

მარნეულის ახლადარჩეული მერი, ზაურ დარგალი დღეს,  ა(ა)იპ ,,მარნეულის  ბაგა - ბაღების გაერთიანების“  დირექტორთან,  ზაურ ქერიმოვთან ერთად,  მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა საბავშვო ბაღს ეწვია და   იქ არსებულ მდგომარეობას  ადგილზე გაეცნო.

ზაურ დარგალის განცხადებით, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს და გამოწვევას წარმოადგენს. ამიტომ აუცლიებელია,  ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა,  ძველების რეაბილიტაცია და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურების საკითხის მოგვარება.  მისი განმარტებით, მერია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული პრობლემები გამოსწორდეს, რათა  მუნიციპალიტეტში გაიზარდოს  სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების რაოდენობაც და  უზრუნველყოფილი იქნას შესაბამისი  მომსახურების  მაღალი სტანდარტებით გაწევა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1402
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031