მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ზაურ დარგალი მარნეულის ყრუთა კავშირის ბენეფიციარებს შეხვდა
11 ივნ 2019
 

მარნეულის მერი ზაურ დარგალი,  დღეს დილიდან მერიაში    მოქალაქეებს ხვდება.

დღესვე, მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ახადარჩეულმა მერმა, მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შეხვედრა გამართა   მარნეულის ყრუთა კავშირის  ბენეფიციარებთან.

შეხვედრაზე  მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა,  აღნიშნული კავშირის წარმომადგენლებს, მათი საჭიროებები  დეტალურად გამოკითხა და მერიის  სოციალური პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი დახმარებების შესახებ დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია.

ყრუთა კავშირის წარმომადგენლებმა, ახლადარჩეულ მერთან,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება,  რაზეც  ზაურ დარგალმა, სამომავლო მხარდაჭერა და დახმარების მზაობა აღუთქვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 784
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031