მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერმა წინასაარჩევნო დაპირებისამებრ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
10 ივნ 2019
 

ახლადარჩეულმა მერმა, ზაურ დარგალმა, მერის პოსტზე მუშაობის პირველივე დღეს, წინასაარჩევნო დაპირებისამებრ, ადგილობრივ მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრა გამართა. ამჯერად იგი სოფელ კასუმლოში იმყოფებოდა, სადაც იდაიათ და თოიდახანუმ ორუჯოვების მრავალსულიან ოჯახს ეწვია.

ორუჯოვების ოჯახში, მერი მოადგილესთან, ლაშა ლობჯანიძესთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს მის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნულ სოფელში მიმდინარე და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.

მერის განცხადებით, მისი პრიორიტეტია მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია, სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსად, სხვადასხვა სოფლებში  მოქალაქეებთან შეხვედრებს,  მომავალშიც აქტიურად  გააგრძელებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 815
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031