მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საინფორმაციო შეხვედრა - რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის მსენებლობასთან დაკავშირებით
31 მაი 2019
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, მოსახლეობასთან  რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალური გზების   მშენებლობის პროექტის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, მოქალაქეებისთვის, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების, განსახლების სამოქმედო  გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციის პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

მოგახსენებთ, რომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველომ მოიპოვა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ეროვნული პრიორიტეტი გახდა.

აღსანიშნავია, რომ  საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელების პროცესში,  ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 908
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031