მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მგფ–ი, ლტოლვილთა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მარნეულში დევნილებისთვის რეაბილიტირებული კორპუსში გახსნეს
12 ნოემ 2013
 
მარნეულის მუციპალიტეტში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებული პირთათვის კიდევ ერთი 24 ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა. ყოფილი ბაღის შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID - ის ) დაფინასებით განახორციელა. სამუშაოების საერთო ღირებულება 855821,76  ლარია.  აღნიშნულ  პროექტზე  სარეალიბიტაციო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში 24 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია მოხდა. აქედან 17 ერთოთახიანი და 7  ოროთახიანი მათ შორის, ერთი ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა სრულად ადაბტირებული.პროექტის  მშენებლობაზე 30 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც 5 იძულებით გადაადგილებული პირი.  ყველა საცხოვრებელს გააჩნია ინდივიდუალური სააბაზანო და საპირფარეშო, რომელიც სრულად არის აღჭურვილი. სამზარეულოებში დამონტაჟდა წყლის გამათბობლები და კარმის ტიპის გაზგამათბობელი, ეზოში მოწყობილია სათამაშო ატრაქციონი, ასევე  ავტომანქანებისთვის სადგომი. დამონტაჟდა გარე-განათების ქსელი და დეკორატიული სანათები.ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იძულებითი გადაადგილებული პირებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს.    USAID –ის მიერ პროექტის განსახორციელებლად საერთო ჯამში 11,982,688.23  ლარია გამოყოფილი. პროექტის დასრულების შედეგად, დევნილებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსი და 335 ბინა მოეწყობა.მუნიციპალური    ინფრასტრუქტურისა   და    იძულებით    გადაადგილებულ    პირთა საცხოვრებლის   რეაბილიტაციის  ფარგლებში   ათი   კორპუსის    რეაბილიტაცია  უკვე დასრულდა.  პროექტის   ფარგლებში   უკვე   გაიხსნა   რეაბილიტირებული    შენობები ქუთაისში,წყალტუბოსა  და ვანში. მარნეულის  შემდეგ  დარჩენილი  შენობების   გახსნაც ეტაპობრივად მოხდება. {AG}12.11.2013-devnilta-axali-sacxovrebeli{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2883
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1893
სექ 19 სამ 2023
2127
ივლ 05 ოთხ 2023
2267
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930