მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ნატოსა და ევროკავშირის ცენტრის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
12 მარ 2019
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტ „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“- ის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას ქვემო ქართლის მხარის, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის და რეგიონალური მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

აღნიშნული პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული, ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში ხორციელდება.

18 თვიანი პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები გაძლიერდება და გაფართოვდება. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური წარმომადგენლობა გააგრძელებს მუშაობას.

პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ გაშუქებას.

აღსანიშნავია, პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები გაიმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1466
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031