მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ღონისძიება - „ქალი და მარადიულობა“
07 მარ 2019
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის  კულტურის სახლში, გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით  მრავალფეროვანი პროგრამით დატვირთული საღამო - „ქალი და მარადიულობა“ გაიმართა.

ღონისძიება  ნიჭიერი მარნეულელი მხატვრის, ნინი ცარციძის ნახატების პერსონალური გამოფენით,  "ქალი & სილამაზე", გაიხსნა.

საღამოზე  მიწვეულ ქალბატონებს ბევრი სიურპრიზი დახვდათ. სპეციალურად მათთვის, ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ თანამშრომელი მამაკაცების მიერ  პოეზიით, მუსიკითა და თეატრალური ეტიუდებით დატვირთული ნომრები შესრულდა.

ღონისძიების დამსწრე ქალბატონებს, 8 მარტის მილოცვის ნიშნად, გაზაფხულის ყვავილები დაურიგდათ.

დღევანდელ საღამოს, მუსიკალურად აფორმებდა  მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი, "RED CARPET".

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1432
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031