მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტი - „საინტერესო ადამიანები, საინტერესო თემებით“
28 თებ 2019
 

დღეს, პროექტ - „საინტერესო ადამიანები, საინტერესო თემებით“ ფარგლებში გამართულ საჯარო ლექციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე დაესწრო.

პროექტის ფარგლებში, მარნეულელ ახალგაზრდებთან ბოლო ლექციას, თეატრმცოდნე, ლაშა ჩხარტიშვილი უძღვებოდა.

ზაურ ტაბატაძემ დამსწრე საზოგადოებასთან, აღნიშნული პროექტი დადებითად შეაფასა და საზოგადოებაში ხელოვნების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა, უახლოეს დღეებში გაიმართება, რომელსაც სამივე ტრენერი - თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი, კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი - ლელა ოჩიაური და თავისუფალი თეატრის მსახიობი თამუნა ნიკოლაძე დაესწრება.

მოგახსენებათ, რომ იდეამ, რომელიც მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს ეკუთვნის, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ერთ თვის განმავლობაში, საჯარო ბიბლიოთეკის სივრცეში გააერთიანა, სადაც ინტენსიურად ეწყობოდა ლექცია და დისკუსიები მათი შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოების, ხელოვნების პროპაგანდისა და ცხოვრების გამრავალფეროვნების მიზნით.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 1433
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031