მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულელ ახალგაზრდებს თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი შეხვდა
21 თებ 2019
 

პროექტ - „საინტერესო ადამიანები, საინტერესო თემებით“ ფარგლებში, მარნეულელ ახალგაზრდებს ამჯერად თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ლაშა ჩხარტიშვილი შეხვდა.

დღევანდელი შეხვედრის ძირითად თემას, თანამედროვე ხელოვნება, ხელოვანებისა და მათი ნამუშევრების მნიშვნელობა წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის იდეა მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს ეკუთვნის, რომლის მიზანია, მარნეულელი ახალგაზრდების შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, ხელოვნების პროპაგანდა და ცხოვრების გამრავალფეროვნება.

პროექტის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ ხელოვნების სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს, გაეცნონ ისეთ სახელოვნებო დარგებს როგორიცაა: კინოხელოვნება, ოპერა, ბალეტი, სახვითი ხელოვნება, თეატრი. დაესწრონ მეტყველების კულტურისა და ბგერების სწორად გამოთქმის მოკლე კურსს.

პროექტის საჯარო ლექციებს თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი, კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლელა ოჩიაური და თავისუფალი თეატრის მსახიობი თამუნა ნიკოლაძე უძღვებიან.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2354
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 იანვარი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031