მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება გაიმართა
15 თებ 2019
 

დღეს მარნეულმა, რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენებას უმასპინძლა.

ფილმის ჩვენება, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში მოეწყო, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასულიერო პირები, რესურსცენტრის თანამშრომლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე, თავად რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, ფილმის გადამღებ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.

ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან და უძლებს მთავარს ცდუნებას. სურათში ასევე ექვთიმე თაყაიშვილისსა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.

ფილმში ცოცხლდებიან ქართველი საზოგადო მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი, ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, შალვა ამირეჯიბი, ალექსანდრე სულხანიშვილი და სხვები.

ექვთიმე თაყაიშვილის როლს ფილმში, გერმანიაში მოღვაწე, ცნობილი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ  ფილმის ჩვენებებმა მთელი საქართველო მოიცვა, დღეს კი მარნეულში მისი 78 -ე ჩვენება მოეწყო,  რომელმაც  საოცარი ემოცია იქონია დამსწრე საზოგადოებაზე.

ფილმის დასასრულს რეჟისორმა მარნეულელ მაყურებელთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1795
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30