მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულს ისტორიისა და გეოგრაფიის ინსტიტუტის პროფესორები სტუმრობდნენ
12 თებ 2019
 

დღეს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო     უნივერსიტეტის  ისტორიისა და ეთნოლოგიის, აგრეთვე ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის პროფესორები ეწვივნენ, რომელთაც ქვემო ქართლის მხარის ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ  საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

დღევანდელ შეხვედრას მარნეულის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და  რესურს ცენტრის  თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ   საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო ლექციები, უნივერსიტეტის  პროფესორების მონაწილეობით მომავალშიც გაგრძელდება.

ღონისძიების  დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და თემასთან დაკავშირებით აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოიცვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1752
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30