მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს უმასპინძლა
08 თებ 2019
 

დღეს, მარნეულმა, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, მარნეულის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის თანამშრომლებთან ერთად, რესურსცენტრის უფროსი ქენან ომაროვი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

დღევანდელი შეჯიბრის გამარჯვებული მარნეულის მუნიციპალიტეტის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე, აისელ ახმედოვა გახდა, რომელსაც „მარნეულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭეა და იგი საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის მარნეულის ეტალონ მოსწავლეს“, მილენა ადამიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ შაუმიანის N1 საჯარო სკოლას კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.

აღსანიშნავია, რომ მარნეულს ღონისძიებაზე საგანმანათლებლო ინოვაციების თანამოაზრეობისა და გამორჩეული გულშემატკივრობისთვის „უმაღლესი ხარისხის მუნიციპალიტეტის“ წოდება მიენიჭა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1911
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30