მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ფილმის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ პრემიერა
27 დეკ 2018
 

2018 წლის 27 დეკემბერს, სამეცნიერო-მხატვრულ დოკუმენტური ფილმის „საქართველო-ღვინის სამშობლო“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სამეცნიერო, კულტურის და მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფილმის პრემიერაზე ასევე  მიწვეულნი იყვნენ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის თანამშრომლებთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ფილმი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომლის თანახმად, სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4780
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1918
სექ 19 სამ 2023
2161
ივლ 05 ოთხ 2023
2295
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930