მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში შრომით უფლებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
25 დეკ 2018
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, დღეს, საქართველოს პროფესიული კავშირების  გაერთიანების  ინიციატივით,   ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის,   შრომითი უფლებების კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ქალთა  შრომითი უფლებების დაცვის საკითხებზე.  კონკრეტულად კი კანონის წინაშე თანასწორობასა და დისკრიმინაციის აკრძალვაზე;  დასაქმებულის უფლებებზე -  ორსულობის, მშობიარობის, ახალშობილის შვილად აყვანის და ბავშვის მოვლის დროს; ასევე  შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა  დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდვაზე.

პროფკავშირების იურისტის მოხსენების შემდგომ, შეხვედრის  დასკვნითი ნაწილი,  ინტერაქტიულ ფორმატში გაგრძელდა, სადაც  ღონისძიების მონაწილეებმა  დღის წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს და მოსაზრებები  გამოთქვეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4447
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1910
სექ 19 სამ 2023
2146
ივლ 05 ოთხ 2023
2283
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930