მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
17 დეკ 2018
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში, CinéDOC-Tbilisi-ს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავს რეგიონულ კინოჩვენებებს, ნაჩვენები იქნა რეჟისორ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი "მე არ გავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე".

აღსანიშნავია, რომ რეგიონალური კინოჩვენებების ფარგლებში, წელს ქვემო ქართლის მასშტაბით, ნაჩვენები იქნა ფესტივალის პროგრამაში არსებული ფილმები.

დოკუმენტური ფილმის ჩვენებას მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები დაესწრნენ, რომელებიც ჩვენების დასრულების შემდეგ გამართულ დისკუსიაშიც ჩაერთვნენ.

აღნიშნული პროექტის მიზანს, საქართველოს რეგიონებში შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4346
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1918
სექ 19 სამ 2023
2161
ივლ 05 ოთხ 2023
2295
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930