მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
09 ოქტ 2018
 

დღეს, საზეიმო ვითარებაში  კიდევ ერთი ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა მარნეულის მუნიციპალიტეტში. ახლადაშენებული ბაღის შენობა, ამჯერად სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის აღსაზრდელებს მოემსახურება.

150 აღსაზრდელზე გათვლილი  ბაღის შენობა ორსართულიანია, რომლის  გარე და შიდა ინფრასტრუქტურა თამანედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

საბავშვო ბაღის გახსნის  ღონისძიებას საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები, თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი,  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ზაურ ტაბატაძე, ამირან გიორგაძე და მამუკა ნავერიანი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად  ესწრებოდნენ.

საზეიმო გახსნაზე ასევე იმყოფებოდნენ ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლებთან ერთად,  პედაგოგები და აღსაზრდელების მშობლები.

გარდა შენობისა, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზოც.  ბაღის ტერიტორია შემოიღობა ლითონის მესერით, კერამიკული ფილით მოპირკეთდა შენობამდე  მისასვლელი  ბილიკები,  მოეწყო  გამწვანების ზოლი და დამონტაჟდა გარე განათებები.

სოფელ სადახლოს  ადმინისტრაციულ ერთეულში,  ამ დრომდე არარსებობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, გამომდინარე აქედან, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული პროექტის განხორციელება, ვინაიდან სკოლამდელი  განათლება სადახლოს მცხოვრები ყველა ოჯახისთვის    დღეიდან ხელმისწავდომი  გახდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4498
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1909
სექ 19 სამ 2023
2145
ივლ 05 ოთხ 2023
2282
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930