მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
17 სექ 2018
 

დღეს, საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ამ დღის აღსანიშნავად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში დილიდან საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

ახალი სასწავლო წლის დაწყების მისალოცად  სოფელ თაზაქენდის, I  ქესალოს, კაჩაგანის,  წერეთელის მირზოვკისა  დ  №2 საჯარო  სკოლებს  ეწვივნენ   საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რუსლან გაჯიევი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მისი მოადგილე ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე,   საკრებულის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი და საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი ქენან ომაროვი.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  მოსწავლეებს, მშობლებს  და სკოლის პედაგოგებს  სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს,  წარმატებები და ნაყოფიერი წელი უსურვეს. 

სკოლებში მყოფმა სტუმრებმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახლადრეაბილიტირებული   სკოლის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს და ღონისძიებების ბოლოს, საზეიმო ვითარებაში, პირველკლასელებს ახალი ნოუთბუქები გადასცეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3400
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1904
სექ 19 სამ 2023
2142
ივლ 05 ოთხ 2023
2278
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930