მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ყიზილაჯლოს მოსახლეობის საჭიროებებს მყისიერი რეაგირება მოჰყვა
11 სექ 2018
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, გასულ კვირას, მხარის გუბერნატორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, სოფელ ყიზილაჯლოს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამოკვეთილ საჭიროებებს მყისიერი რეაგირება მოჰყვა.

ამ ეტაპისთვის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, სოფელ ყიზილაჯლოს სხვადასხვა უბანში, მუნიციპალურმა ა(ა)იპ „სუფთა მარნეული“-მა, ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები დამატებით განათავსა. გარდა ამისა, შპს „საქართველოს მელიორაციის“  სამსახური აქტიურად აწარმოებს სოფელში არსებული ხრამარხის გამანაწილებელი მაგისტრალური არხის გაწმენდის სამუშაოებს.

ყიზილაჯლოს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოებს, დღეს დილიდან აკვირდებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი და მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად.

მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სოფელში შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მოგახსენებთ, რომ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ქალაქ მარნეულის რამდენიმე ქუჩაზე, კონკრეტულად კი, - ბერიტაშვილის, ნიზამის, ბაქოსა და შარიფოვის ქუჩაზე ასევე დაიდგა შვიდი ერთეული ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3171
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1920
სექ 19 სამ 2023
2162
ივლ 05 ოთხ 2023
2295
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930