მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლის გუბერნატორმა მარნეულში შეხვედრები დაასრულა
05 სექ 2018
 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან სამდღიანი შეხვედრები დაასრულა.

მხარის გუბერნატორი, მოადგილესთან ზაურ დარგალთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ვიზიტის მესამე დღეს ყიზილაჯლოს, ქალაქ მარნეულის, ალგეთისა და კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა,  სადაც ასევე მოინახულა მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

გუბერნატორმა ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა მათი საჭიროებები და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმსჯელა მათი მოგვარების გზებზე.

შოთა რეხვიაშვილმა, მასთან შესახვედრად შეკრებილ მოსახლეობას, საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო რეგიონის განვითარების მიმართულებით, ასევე  მიაწოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტიში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის პირველი პირი  მსგავსი ფორმატის შეხვედრებს მომავალშიც  ინტენსიურად გამართავს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3215
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1913
სექ 19 სამ 2023
2151
ივლ 05 ოთხ 2023
2287
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930