მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

20 იანვრისადმი მიძღვნილი ღონისძიება
20 იან 2018
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, 1990 წლის 20 იანვარს, ქალაქ ბაქოში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი გმირებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტო გამოფენა, ასევე ფილმის ჩვენება, რომელსაც ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რუსლან გაჯიევი, აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვენლი პირები, მერიის თანამშროლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა თემურ აბაზოვმა, რომელმაც ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ქმედება რომელიც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის ხელყოფით სრულდება, ქვეყნისთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ისტორიას სამწუხაროდ მრავლად აქვს მსგავსი ფაქტები. ვწუხვარ ამ ტრაგედიის გამო. თითოეული ჩვენგანის უპირველესი ვალია, განსაკუთრებით კი ხელისუფლების, რომ დავიცვათ თითოეული მოქალაქე და ვიზრუნოთ ქვეყანაში მშვიდობის მშენებლობაზე. 28 წელი გავიდა 1990 წლის 20 იანვარის ტრაგედიის შემდეგ და იმ ტკივილის გახსენება, დღესაც მძაფრია თითოეული ჩვენგანისთვის, რომლის შედეგადაც საბჭოთა ჯარების მიერ უდანაშაულო თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი დაიღუპა. საბჭოთა კავშირის ქვეყნებს განსაკუთრებით კი საქართველოსა და აზერბაიჯანს ამ კუთხით ერთი გზა გვაქვს გავლილი და „შავი იანვარი“ ყველაზე მეტი სიმძაფრით სწორედ, რომ ქართველ ხალხს შეუძლია გაიგოს. საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს, მოხდა მსგავსი ტრაგედია. დღეს, რომ ჩვენ დამოუკიდებელ ქვეყნებში ვცხოვრობთ, სწორედ, რომ ამ დღეს დაღუპული გმირების დამსახურებაა და მე მჯერა, რომ მათი საქციელი საუკუნეების განმავლობაში მომავალი თაობისთვის იქნება მაგალითი. ჩვენი ვალია მუდამ გვახსოვდეს წარსული და ეპოქის გმირები!“–განაცხადა თემურ აბაზოვმა. მოგეხსენებათ, 1990 წლის 20 იანვარი აზერბაიჯანის ისტორიაში ერთ–ერთი ტრაგიკული დღეა, რომელიც ისტორიაში „შავი იანვრის“ სახელით შევიდა – ბაქოში მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას მოითხოვდა, საბჭოთა არმიამ დაარბია. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე აზერბაიჯანელ გმირებთან ერთად ასევე, საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევისას დაღუპული გმირები გაიხსენეს. ღონისძიება აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4408
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1724
სექ 19 სამ 2023
1970
ივლ 05 ოთხ 2023
2140
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031