მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ახალი სკვერი მოეწყობა
17 იან 2018
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე დიზაინის სკვერი მოეწყობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მისი მოადგილე მამუკა ნავერიანი, მერის მოადგილეები ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის შემგომ, თემურ აბაზოვმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად პირადად მოინახულა ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორია,ადგილზე განიხილა სკვერის მოწყობის კონცეფცია და ტექტნიკური დეტალები.
შეგახსნებთ, რომ მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ასევე, განიხილეს სკვერის მოწყობასთან დაკავშირებული დეტალები, საკონკურსო პირობების განსაზღვრის მიზნით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების შემდგომ გამოცხადდება კონკურსი, რომლის მეშვეობით მომზადდება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და შემუშავდება სკვერის მოწყობის დიზაინი.
პროექტისთვის, ადგილობრივ ბიუჯეტში 500 000 ლარია გათვალისწინებული.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5472
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1939
სექ 19 სამ 2023
2198
ივლ 05 ოთხ 2023
2325
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930