მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ახალი სკვერი მოეწყობა
16 იან 2018
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში,  მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე დიზაინის  სკვერი მოეწყობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა,  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული  სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მისი მოადგილე მამუკა ნავერიანი, მერის მოადგილეები ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სკვერის  მოწყობასთან დაკავშირებული დეტალები,  საკონკურსო პირობების განსაზღვრის მიზნით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული  სააგენტოს რეკომენდაციების შემდგომ გამოცხადდება კონკურსი, რომლის   მეშვეობით მომზადდება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და  შემუშავდება  სკვერის მოწყობის  დიზაინი.
პროექტისთვის, ადგილობრივ  ბიუჯეტში  500 000 ლარია გათვალისწინებული.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3955
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1945
სექ 19 სამ 2023
2211
ივლ 05 ოთხ 2023
2336
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930