მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში საშობაო ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართა
07 იან 2018
 

მარნეულში საშობაო ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართა ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად მარნეულში, რიგით მე–4 ალილო გაიმართა, რომელსაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი უძღვებოდა. ალილოს მსვლელობა მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობას ცხენზე ამხედრებული ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და პატარები უძღვებოდნენ, მათ უკან კი მწყემსები მოყვებოდნენ, რომლებიც ქრისტეს შობის მახარობლებს განასახიერებდნენ. საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ მოადგილესთან ერთად, თვითმმართველობის თანამშრომლებმა, სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებმა და ეკლესიის მრევლმა. ქრისტეს შობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით ნობათის შესაგროვებლად ქალაქის ცენტრალური ქუჩები ფეხით მოიარეს, რომელთაც უკან ხარებშებმული ურემი მოჰყვებოდათ, სადაც გროვდებოდა შესაწირი ნობათი. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმაც შეიტანეს წვლილი და ალილოს მონაწილეებს ტკბილეული, სურსათი და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ. ალილოს მსვლელობა კულტურის სახლის სკვერში დასრულდა. მეუფე გიორგიმ დალოცა ალილოს მონაწილეები და დღესასწაული მიულოცა. მრევლს სიტყვით მიმართა მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმაც –„ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ბედნიერება, მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს! დღეს მეც, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად გახარებული ვარ და ვიზიარებ მათ სიხარულს, რომელიც ქრისტეს დაბადებით არის გამოწვეული! ჩვენი ქვეყანა, საქართველო ყოველთვის იყო მრავალი აღმსარებლობის წარმომადგენელთა სამშობლო, რაც სამაგალითოა და დასტურია იმისა, რომ საქართველო უძველესი ტოლერანტული ქვეყანაა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს!“ საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს, რომელიც უმნიშვნელოვანეს ტრადიციად ჩამოყალიბდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5119
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1921
სექ 19 სამ 2023
2164
ივლ 05 ოთხ 2023
2296
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930