მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წოფის ნასოფლარის ეკლესიას რესტავრირება ჩაუტარდა
10 ნოემ 2016
 

მიმდინარე წლის სექტემბერ - ოქტომბრის თვეებში, რესტავრაცია ჩაუტარდა მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ წოფში ( სოფლის ჩრდილო დასავლეთით 2,0 კმ.) მდებარე ე.წ. წოფის ნასოფლარის ეკლესიას (VI ს.). აღნიშნულ ძეგლს მინიჭებული აქვს კულტურული ძეგლის სტატუსი. ძეგლის რესტავრირების საპროექტო სამუშაოები განახორციელა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ფიზიკური სამუშაოები კი დაფინანსდა "საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი"-ს მიერ. სარესტავრაციო სამუშაოებს ასრულებდა არქიტექტორი ქეთევან ჩიხაძე. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მადლობას უხდის იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აქტიურად არის ჩართული მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, აღდგენა - პოპულარიზაციის საქმეში. შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2015 წელს დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა: „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევა/პასპორტიზაცია.“ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემონახულია ძველი ქართული ისტორიულ– არქიტექტურტურული ძეგლები, მათი დაცვისა და შემდგომი რეაბილიტაციისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თანამედროვე მეთოდებით განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (მათ შორის მეჩეთები) ინვენტარიზაცია/ კვლევა, რომლის რაოდენობა ამ ეტაპისთვის 112. აღსანიშნავია, რომ ეტაპობრივად მიმდინარეობს კულტურის სამინისტროსთან მუშაობა, მათთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად. აღნიშნული ღონისძიება არამარტო ძეგლის დაცვას უწყობს ხელს, ასევე, მათ აღდგენას დიდ მნიშვნელობა აქვს შემდგომში ტურიზმის, განვითარების ხელშეწყობისთვის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3937
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1920
სექ 19 სამ 2023
2162
ივლ 05 ოთხ 2023
2295
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930