მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომა

 

მარნეულის საკრებულომ ერთი წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა
27 დეკ 2018
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე, მიმდინარე წლის ბოლო  სხდომა გაიმართა. სხდომის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარემ  ამირან გიორგაძემ, 2018  წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

საკრებულოს წლის  ანგარიშს, ადგილობრივი მედია საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, სხდომაზე მყოფ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და საკრებულოს წევრებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და გაწეული მუშაობისთვის.

საკრებულოს შემაჯამებელ სხდომაზე,თავმჯდომარემ, მარნეულის ტელევიზიას,  მადლობის სიგელი გადასცა  2018 წელს  საკრებულოს საქმიანობის  ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებისთვის.

საკრებულოს სახელით, ასევე  მადლობის  სიგელი გადაეცა არასამთავრობო ორგანიზაცია „ დემოკრატ ქალთა საზოგადოების“  თავმჯდომარეს  ოლგა ენდელააძეს, აქტიური თანამშრომლობისთვის.

ცნობისთვის სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა   დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხზე იმსჯელეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4970
 
 
 
საკრებულოს სხდომა
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930