მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომა

 

საკრებულო სხდომა 03.02.2018
05 მარ 2018
 

2 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე უძღვებოდა. სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისიწნებული 12 საკითხი და თორმეტივე საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
დღევანდელ  სხდომაზე  ცვლილება შევიდა   ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემმბრის N63 დადგენილებაში. ცვლილების თანახმად  11,5 ათასი ლარით გაიზრდება ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების“ სუბსიდია და 11,5 ათასი ლარით მცირდება არაფინანსური აქტივები – მრავალსართულიანი სახლების საცხოვრებელი კორპუსების მოწყობისთვის. 
საკრებულოს სხდომას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 19 თებერვლის N03/1461 წერილის საფუძველზე    დასამტკიცებლად წარედგინა 2018 წლის 9 იანვარის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს ადგილობრივი თვთმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმი. სხდომამ ასევე მიიღო  გადაწყვეტილება  მარნეულის მუნიციპალიტეტის მკვიდრის გიორგი გუჯეჯიანის ფინანსური წახალისების  შესახებ. გიორგი გუჯეჯიანი არის  საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის წევრი, პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული აქვს მრავალი ორთაბრძოლა და მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაემგზავრა გერმანიაში მოროგი ორთაბრძოლის ჩასატარებლად.
საკრებულომ ასევე მხარი დაუჭირა შემდეგ საკითხებს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე (ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია) 206 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული შენობა–ნაგებობა უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით პირდაპირი განკარგვის წესით, 5 წლის ვადით, სარგებლობაში სსოპ. ,,შემოსავლების სამსახურს“გადაცემას  და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 100%–ანი წილის მქონე საწარმოს შ.პ.ს. ,,მარნეულის სოფწყალისთვის  სოფელ აღმამედლოში სასმელი წყლის მილსადენების ხაზოვანი ნაგებობა შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით უვადოდ სარგებლობაში გადაცემის საკითხს.( ქონების ღირებულება შეადგენს 272 610, 13 ლარს ).
დაამტიკცდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საპრივატიზაციო ნუსხა და გეგმა; სოფელ ალგეთსა და სოფელ სადახლოში არსებული უძრავი ქონება – მიწა, შენობა–ნაგებობა და მოძრავი ქონება  გადაეცა ა.ა.ი.პ. ,,სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“
ცვლილება შევიდა ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერის, მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ’’ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N2 დადგენილებაში, კერძოდ კი   ცვლილება შედის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში და მერის  წარმომადგენელის თანამდებობა  ჯდება მერიის საშტატო ნუსხაში.                         ცვლილება შევიდა   მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საწვავისა და სასაუბრო ბარათების ლიმიტების განსაზღვრის თაობაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N121 განკარგულებაში. ცვლილების შესაბამისად მერის თანშემწისათვის გამოიყო 150    ლიტრი საწვავი. ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებისათვის განსაზღვრული 130 ლიტრი საწვავის ლიმიტი შემცირდა 100 ლიტრამდე.
საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2018 წლის გეგმა და მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტებისა და საბიუჯეტი სახსრებით განხორციელებული მშენებლობის მოსაკრებლის გადასახადისაგან გათავისუბლების საკითხს.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ბოლო საკითხი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის N60 დადგენილებაში ცვლილების შეტანას შეეხებოდა. დადგენილებაში შედის შემდეგი სახის ცვლილება: სტრუქტურული ერთეული შეფასების ვიზიტიდან არაუგვიანეს 2 თვისა დაწესებულებას წარუდგენს შეფასების შედეგებს, ხოლო შეფასების კონსოლიდირებულ ანგარიშს დაწესებულებების შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა, – მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობითი ფორმით“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6199
 
 
 
საკრებულოს სხდომა
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031