მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს კომისიის სხდომა

 

საკრებულოს კომისიის სხდომა (21.05.2018)
21 მაი 2018
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის და ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განსახილველად გატანილი იყო ორი საკითხი, რომელიც შეეხებოდა  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტებს, კერძოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის 20 დეკემბრის №117 განკარგულებით, დამტკიცებულ საქართველოს რეგიონებში განსახორიელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხას ემატება სამი პროექტი:სოფელ თაქალოში ადგილობრივი შიდა გზების რეაბილიტაცია, სოფელ თამარისში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი და სოფელ კირაჩ–მუღანლოში სასმელი წყლის რეაბილიტაცია,

რაც შეეხება მეორე საკითხს დღევანდელმა კომისიის სხდომამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის მოხსენებითი ბარათი განიხილა, რომელიც შეეხებოდა მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ნუსხის/გეგმის დამტკიცებას.

სხდომამ ორივე მათგანს  დადებითი რეკომენდაცია მისცა.

სხდომას ესწრებოდნენ კომიის წევრი დეპუტატები, მერის მოადგილეები ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, საკრებულოს აპარატის და მერიის თანამშრომლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4008
 
 
 
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930