მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა, მოადგილესთან ზაურ ტაბატაძესთან და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
თათბირზე მერის ინიციატივით მოწვეული იყო საქართველოს მელიორაციის ხრამი–დებედას სერვის ცენტრის უფროსი, ალექსანდრე შუკაკიძე. თათბირს ასევე ესწრებოდა მარნეულის „სოფწყალის“ დირექტორი ნაბი აბდულაევი.
შეხვედრაზე, მერმა წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ჭრილში, სოფლებში არსებული მდგომარეობა განიხილა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ სარწყავი და სასმელი წყლის საკითხებზე.
მერიის თათბირი
მერმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა - 18.06.2020
18 ივნ 2020
მნახველთა რაოდენობა: 2488
სიახლეები

















