მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
მერიის თათბირი

 

მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა (07.02.2019)
07 თებ 2019
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებლის ზაურ ტაბატაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო თათბირი გაიმართა.

დღევანდელ შეხვედრას, ესწრებოდნენ მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, მერიის სამსახურის უფროსები, მუნიციპალური ა(ა)იპ - ის და შ.პ.ს - ების ხელმძღვანელი პირები და მერის წარმოადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

თათბირზე, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, მოწვეულნი იყვნენ საქართველოს მელიორაციის ხრამი–დებედას სერვისცენტრის უფროსი ალექსანდრე შუკაკიძე და ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი გიორგი დადვანი.

სამუშაო შეხვედრაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, სოფლებში, სახანძრო უსაფრთხოების მიზნით აუცილებლად გასათვალისწინებელ რეკომენდაციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დღევანდელ თათბირზე, სოფლებისთვის სარწყავი წლის მიწოდების მიზნით დაწყებული სამუშაოების შესახებ ვრცლად ისაუბრა ალექსანდრე შუკაკიძემ.  მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობისთვის სარწყავი წყლის უზრუნველყოფისთვის მასშტაბური გაწმენდითი, ასევე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

შეხვედრაზე ზაურ ტაბატაძემ სამსახურების მიერ გაწეული სამუშაოებიც შეაჯამა და მერის წარმომადგენლებთან, სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ამ ეტაპზე არსებულ საჭიროებებზე იმსჯელა. 

საკუთარი საქმიანობა შეაჯამეს, მუნიციპალური ა(ა)იპ -ის და შ.პ.ს - ების ხელმძღვანელმა პირებმაც.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4688
 
 
 
მერიის თათბირი
აგვ 29 ხუთ 2019
3713
დეკ 13 ხუთ 2018
4882
მარ 06 სამ 2018
5488
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031