დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ მოადგილესთან, ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, გაფართოებული სამუშაო თათბირი ჩაატარა, რომელსაც მერიის სამსახურის უფროსები, განყოფილების უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მუნიციპალური ა(ა).ი.პ–სა და შ.პ.ს–ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ზაურ ტაბატაძემ, შეხვედრაზე მყოფ ყველა სამსახურის უფროსისგან, მუნიციპალური ა(ა).ი.პ– სა და შ.პ.ს–ს ხელმძღვანელებისგან მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა. ამის გარდა, თათბირზე მერის წარმომადგენლებმა, სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც და მოსახლეობის საჭიროებებზე ისაუბრეს.
სამუშაო თათბირი ძირითადად კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც მერიის ხელმძღვანელმა პირებმა მუნიციპალიტეტში, არსებული მდგომარეობა შეაფასეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ თათბირს ესწრებოდა მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში - EPIC პროგრამის წარმომადგენელი, რომელმაც თათბირზე დამსწრეებს დეტალური ინფრომაცია მიაწოდა პროექტის მიზნებისა და განხორციელების ეტაპების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, რომლის მიზანია დაინტერესებული პირებისთვის ბიზნესის დასაწყებად საჭირო უნარების განვითარება და საუკეთესო ბიზნეს გეგმის მქონე მონაწილეების დაფინანსება.
პროგრამა ხორციელდება გერმანიის ფედერალური მთავრობის (GIZ) ხელშეწყობით. სამიზნე ლოკაციებია: მარნეული, თბილისი, ფოთი, ზუგდიდი, წალენჯიხა და სენაკი. პროგრამა მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, რომელთაგან მარნეულში განხორციელდება: - EMPLOYMENT SHUTTLE დასაქმების პროგრამა, - EENTREPRENEURSHIP SHUTTLE მეწარმეობის პროგრამა. ბიზნეს იდეის წადგენა შეუძლია მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.
მერიის თათბირი
მერიის გაფართოებული თათბირი (23.10.2018)
23 ოქტ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4881
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
406
აპრ 22 ოთხ 2020
15577
აპრ 22 შბ 2017
28791
იან 09 ორშ 2017
28359
აგვ 30 სამ 2016
30371
აგვ 27 შბ 2016
29662
სექ 02 პარ 2016
28068
აგვ 26 პარ 2016
27571
აგვ 30 სამ 2016
25719